სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორთა საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა

27 მარტი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე პაპიაშვილმა პატრულ-ინსპექტორთა საბაზისო მომზადების პროგრამის 25 კურსდამთავრებულს სერტიფიკატები გადასცა.

კურსის განმავლობაში მსმენელებმა პატრულ-ინსპექტორთა საქმიანობის სხვადასხვა პრაქტიკული და თეორიულ საკითხები შეისწავლეს.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე კურსდამთავრებულებმა  სხვადასხვა სიმულაციური სცენარები წარმოადგინეს და საცეცხლე, ტაქტიკურ, სამწყობრო, ფიზიკურ მომზადებასა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოავლინეს.

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია