სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

6 მაისი 2018

ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, მიმდინარე წლის 5-22 მაისს თბილისში „ევროპის დღეები 2018“ აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ „ევრო სოფელში“ სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის იმიტირებულ გამტარ პუნქტში მოქალაქეები ეცნობოდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს: უვიზო მიმოსვლის ქვეყნების ჩამონათვალს და ამ მიმართულებით ამოქმედებულ  რეგულაციებს; სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებისა და მათი ნამდვილობის დადასტურების პროცედურებს; ქვეყნიდან გასვლის სავიზო რეგულაციებსა  და ქვეყანაში შემოსვლის ლეგალურ საფუძვლებს.

ევროპის დღეები, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ აღინიშნება.  

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია