სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამოძიების ტექნიკის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

24 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, გამოძიების ტექნიკის შესახებ ოთხდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

სწავლებას ლიტველი ტრენერები უძღვებოდნენ. ტრენინგი ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობის სპეციფიკას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების,  ელექტრონული მტკიცებულებების დამუშავების, ანალიზისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს მოიცავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პერსონალის  კვალიფიკაციის ამაღლება რეგულარულად ხორციელდება,  როგორც საქართველოში, სპეციალური კურსების მეშვეობით, აგრეთვე, მის ფარგლებს გარეთ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია