სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გერმანიის დელეგაცია ეწვია

29 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.

რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრს - როჯერ ლევენცს და დელეგაციის წევრებს აკადემიის რექტორი ივანე პაპიაშვილი აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, პოლიციელთა პროფესიული მომზადების მიმართულებებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება  გაუზიარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს რაინლან-პფალცის ფედერალურ მიწასთან. 2016 წელს გაფორმდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მხარეებს შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია