სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ურთიერთობის სტანდარტებისა და კომუნიკაციის თავისებურების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

7 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,  აკადემიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ურთიერთობის სტანდარტებისა და კომუნიკაციის თავისებურების შესახებ პარლამენტის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.

სასწავლო კურსის განმავლობაში პარლამენტის მანდატურები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის, უსინათლო და სუსტადმხედველ ადამიანებთან ურთიერთობის სტანდარტებს, კომუნიკაციის თავისებურებებს, ადამიანის უფლებებს, პოლიციელის ეთიკის კოდექსს და მოქალაქეებთან ურთიერთობის დასავლურ სტანდარტებს გაეცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობების სტანდარტებისა და კომუნიკაციის თავისებურების  შესახებ  სამომავლოდაც არაერთ ტრენინგს გეგმავს, რაც აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია