სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ადამიანური რესურსების შეფასებისა და რეკრუტირების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

8 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირი-საქართველოს პროექტის - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა“ - ფარგლებში,  პოლიციის სექტორში ადამიანური რესურსების შეფასებისა და რეკრუტირების საკითხებზე ორდღიანი  ტრენინგი გაიმართა.

პროექტის მთავარმა ექსპერტმა უვე შვაიფერმა აკადემიის წარმომადგენლებს თემატური პრეზენტაციები  წარუდგინა და გერმანიაში პოლიციის სექტორში ადამიანური რესურსების შეფასებისა და რეკრუტირების საკითხებზე სტრატეგიული მუშაობის  გამოცდილება გაუზიარა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია