სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ჩეხეთის რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ეწვია

20 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას  ჩეხეთის რესპუბლიკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციას აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა და პრორექტორმა ირინა აბრამიშვილმა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლეს.   შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლების პრიორიტეტებზე  ისაუბრეს და ყურადღება კიბერდანაშაულის გამოძიების სწავლების სპეციფიურ დეტალებზე გაამახვილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან  საკითხებზე იმსჯელეს.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ახლადმოწყობილი კიბერდანაშაულის იმიტირებული შემთხვევის ადგილი და ლაბორატორია.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია