სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი „საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია პრაქტიკაში“

26 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ორგანიზაცია PH International Georgia-ს მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი -„საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია პრაქტიკაში“, რომელსაც ამერიკელი ექსპერტი უძღვებოდა.

ოთხდღიანი სწავლების მიზანი იყო მონაწილეებისთვის საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის თეორიული საფუძვლების გაცნობა.

საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა წარმოადგენს საპოლიციო საქმიანობის მოდელს, რომელიც დანერგილია დასავლეთის წამყვან ქვეყნებში და მიზნად ისახავს პრევენციული ღონისძიებების საშუალებით საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, დანაშაულის შემცირებას და მოსახლეობაში უსაფრთხოების შეგრძნების გაზრდას.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია