სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სასაზღვრო კონტროლის ოფიცრებისთვის ტრეფიკინგის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

27 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის – „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ ფარგლებში, შვედეთის გენდერული თანასწორობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით, სასაზღვრო კონტროლის ოფიცრებისთვის  ადამიანით ვაჭრობის თემაზე ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

სწავლების განმავლობაში განხილული იყო ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებული  ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა“ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საერთაშორისო კანონმდებლობა, ადამიანით ვაჭრობის შედარება საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანასთან, ტრეფიკინგის მსხვერპლთან დაკავშირებული სირთულეები. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე. პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სწავლების მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირება  ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე.

პროექტს - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 2014 წლიდან ახორციელებს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია