სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

29 ივნისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ჯგუფის 6 კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
კურსის განმავლობაში მონაწილეებმა აკადემიის მიერ შემუშავებული, რეალურ სიტუაციებზე აგებული მაგალითების მეშვეობით სათანადო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ მომზადება პატრულ-ინსპექტორის პოზიციის დასაკავებლად.
პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 3-თვიანია,  მოიცავს 23 საგანს და შედგება როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილებისგან.
განახლებული პროგრამა თანამედროვე პოლიციურ სისტემაში არსებულ მიდგომებსა და სტანდარტებზეა დაფუძნებული. კურსი შედგენილია საპატრულო პოლიციის სამსახურის საქმიანობის განმსაზღვრელი ნორმატიული მასალის საფუძველზე. მასში გათვალისწინებულია პრაქტიკოსი პოლიციელების რჩევები. სამთვიანი კურსი საპატრულო პოლიციის მომავალი თანამშრომლებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაღრმავებაზეა ორიენტირებული. ახალი პროგრამის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ინტენსიურ ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია