სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშეებმა ტრენინგი ჩაატარეს

12 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საბაზისო კურსის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ატაშეები უძღვებოდნენ. კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმუნალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სწავლების მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით თანამედროვე მეთოდების  განხილვა – გაანალიზება და  სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია