სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ საინფორმაციო სემინარი ჩატარდა

17 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ საინფორმაციო სემინარი ჩატარდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში".

სემინარს ევროკავშირის მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ჯანდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო სემინარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა  ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების მახასიათებლები, მათი კონტროლი და მონიტორნიგი, გამოვლენა და იდენტიფიცირება, ინტერნეტი როგორც ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელების მთავარი ფასილიტატორი, მისი წარმოება და უკანონო ვაჭრობა, ასევე ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ასპექტები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აკადემიაში დაგეგმილია ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სასწავლო მოდულის განახლება. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში, აკადემიას ბრიტანელი და ბელგიელი ექსპერტები ეწვევიან.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია