სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიის და შსს-ს არქივის ხელმძღვანელები მოსწავლეებს შეხვდნენ

28 დეკემბერი 2016

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა თბილისის 155-ე, მე-60, 126-ე საჯარო სკოლების, პირველი გიმნაზიისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ისტორიის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს  არქივში უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ომარ თუშურაშვილმა სტუმრებს შსს-ს არქივის მიერ მომზადებული 2017 წლის კალენდარი წარუდგინა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 12 ქართველ გენერალს ეძღვნება.

კალენდარში, რეალურ პორტრეტებზე დაყრდნობით შესრულებულ ილუსტრაციებთან ერთად,  წარმოდგენილია ქართველი გენერლების გმირობის ამსახველი ისტორიული მასალა.

შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე სტუმრებს აკადემიის ახალი პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ შესახებ ესაუბრა, რომლის განხორციელება  2017 წლისთვის არის დაგეგმილი.

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლებსა და პედაგოგებს შსს-ს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი“ უჩვენეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია