სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა საამინისტროს აკადემიაში მესაზღვრე-კონტროლიორთა საბაზისო კურსის მესამე ჯგუფის სწავლება დასრულდა

30 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა საამინისტროს აკადემიაში მესაზღვრე-კონტროლიორთა საბაზისო კურსის მესამე ჯგუფის სწავლება დასრულდა.

სასწავლო კურსში 20 მსმენელი მონაწილეობდა. პროგრამის განმავლობაში მსმენელებმა მესაზღვრე-პოლიციელის საქმიანობისთვის  საჭირო საბაზისო საკითხები შეისწავლეს. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული რეალობასთან მიახლოებულ პრაქტიკულ მეცადინეობებში და სიმულაციურ სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა ინსპექტირების პროცედურებს ახორციელებდნენ.  სასწავლო კურსის მონაწილეები, ასევე,  დეტალურად გაეცნენ სამგზავრო დოკუმენტების დამცავ ნიშნებს და მიგრაციის მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძვლებს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები, რის საფუძველზეც შეძლებენ მესაზღვრე-კონტროლიორად მუშაობას საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია