სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

მართლწესრიგის ოფიცრები საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების მიხედვით მომზადებული პროგრამით გადამზადდებიან

2 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის პროექტის - „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის“ ფარგლებში, ჰოლანდიელი ექსპერტი მარსელ ზეთჰოვენი ეწვია. ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ექსპერტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრებისათვის არსებული კურიკულუმების შეფასება, ქართული და ჰოლანდიური მოდელის შედარება და ანალიზი, პოლიციის ოფიცრებისათვის შესაბამისი სასწავლო მოდულების განსაზღვრა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კურსის სილაბუსის პრეზენტაცია, არსებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურები და ოფიცერთა უფლება-მოვალეობების აღწერილობა განიხილეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია