სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

21 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური ოთხთვიანი პროგრამა დასრულდა. 12 წარმატებულ კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.

პროგრამა 23 საგანს მოიცავდა.  სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელებმა შეისწავლეს უბნის ინსპექტორის საქმიანობისთვის  საჭირო  საბაზისო საკითხები:  საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია, ადამიანის უფლებები, სისხლის სამართლის პროცესი და ზოგიერთ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების წესი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები და ინფორმაციის მოპოვების ტექნიკა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის და მათზე რეაგირების მექანიზმები.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია