სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სასაზღვრო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებული კონტროლის პროცედურებისა და მეთოდების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

7 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი - „სასაზღვრო საქმიანობა - სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებული კონტროლის პროცედურები და მეთოდები“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სწავლებას პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგზე განიხილეს: სასაზღვრო პოლიციის მიერ განსაკუთრებულ სიტუაციებში განსახორციელებელი მოქმედებები, სასაზღვრო სამსახურის მიერ დევნის ღონისძიებების ორგანიზების პრინციპები, საგზაო მოძრაობის კონტროლისას სასაზღვრო სამსახურის უფლებამოსილებები, ტერიტორიის შესწავლა საკონტროლო ბლოკ-პოსტის ორგანიზებამდე და საკონტროლო ბლოკ-პოსტის დაგეგმვასთან დაკავშირებული პროცედურები.
სწავლების პრაქტიკული ნაწილი საველე პირობებში, პრაქტიკული მეცადინეობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ჩატარდა.
ტრენინგი საქართველოსა და პოლონეთის სასაზღვრო უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია