სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რადიკალიზაციის პრევენციის შესახებ ტრენინგი ტარდება

13 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) ინიციატივით, რადიკალიზაციის პრევენციის თემაზე ტრენინგი ტარდება.  

სწავლება ორ ეტაპად იყოფა.  პირველი ეტაპი - ტრენინგი ინსტრუქტორებისთვის რადიკალიზაციის პრევენციის თემაზე, სადაც მონაწილეები  რადიკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მიმართულებით ტრენინგის ჩატარების მეთოდიკას ეცნობიან. მეორე ეტაპი -  ტრენინგი საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მოქმედი თანამშრომლებისთვის, სადაც განხილული იქნება რადიკალიზაციის ნიშნების ამოცნობის მეთოდები, ტერორიზმის, აქტივიზმის, ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის  და მათი პრევენციის საკითხები.

სწავლებას ავსტრიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, ლატვიის, რუმინეთის და  თურქეთის  სამართალდამცავთა სასწავლო ცენტრების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციას 2007 წელს შეუერთდა,  2017 წლიდან კი მისი აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედი წევრია.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია