სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას უცხოელი ექსპერტები ნარკოტიკების თემაზე სასწავლო მოდულის დახვეწის მიზნით ეწვივნენ

27 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის პროექტის - "მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" (EU ACT) - ფარგლებში, ნარკოტიკების თემაზე სასწავლო მოდულის დახვეწის მიზნით, ბრიტანელი და ბელგიელი ექსპერტები ეწვივნენ.

 

ვიზიტის განმავლობაში, უცხოელმა ექსპერტებმა,  აკადემიის ინსტრუქტორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებიდან მოწვეულ სპეციალისტებთან  ერთად,  ნარკოდანაშაულის თემაზე  სამუშაო შეხვედრები გამართეს.

 

შეხვედრებზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები,  როგორიცაა: ნარკოტიკული დანაშაულის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ნარკოტიკების რეალიზაცია, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, ინფორმაციის მოპოვება და ოპერატიული საქმიანობა.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები ქართველ სპეციალისტებთან ერთად შექმნიან განახლებულ სასწავლო მოდულს, რის შემდეგაც  აღნიშნული მოდულის საფუძველზე მოხდება ქართული ინსტრუქტორების გადამზადება სწავლების მეთოდოლოგიაში (ToT).

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია