სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ესტონელმა ექსპერტმა დისტანციური სწავლების თემაზე სამუშაო შეხვედრები გამართა

3 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებთან  ესტონელმა ექსპერტმა  ვაიკო მეიმ დისტანციური სწავლების თემაზე სამუშაო შეხვედრები გამართა.

უცხოელმა ექსპერტმა ქართველ სპეციალისტებს ესტონეთში დანერგილი დისტანციური სწავლების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ელექტრონული სასწავლო კურსის დემონსტრირება მოახდინა.

შეხვედრებზე ესტონელმა ექსპერტმა  აკადემიის თანამშრომლებთან  ერთად განიხილა  დისტანციური სწავლების ტექნიკური შესაძლებლობები, ელექტრონული  სასწავლო კურსის დიზაინის შედგენის, ელექტრონული კურსის შესაქმნელად საჭირო და დამხმარე პროგრამების გამოყენების მექანიზმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მსმენელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს 2016 წლიდან სთავაზობს ელექტრონული სწავლების შესაძლებლობას, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს ეფექტიან სწავლებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებას.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია