შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფს შორის გამართული ინტელექტუალური თამაშის - "რა, სად, როდის?" შიდა ტურნირის გამარჯვებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა.
თამაში სამ ტურად ჩატარდა. მასში სამინისტროს თანამშრომელთა 13 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ ტურში აკადემიის გუნდს ღირსეული მეტოქეობა გაუწია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის გუნდმა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
ინტელექტუალური თამაშის - „რა, სად როდის“ წამყვანმა გიორგი მოსიძემ გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური ჯილდო „ბუ“ გადასცა.