სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში თავშესაფრის მაძიებელთა მხარდამჭერი დოკუმენტების შემოწმების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

9 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიაში თავშესაფრის მაძიებელთა მხარდამჭერი დოკუმენტების შემოწმების შესახებ სასწავლო კურსი ჩატარდა.

ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას, მათ სახელმწიფო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს, სადაც ქართველ საჯარო მოხელეებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მათი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

ტრენინგს შვედეთის მიგრაციის სამსახურიდან მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ.

სასწავლო კურსის მიზანი უცხო ქვეყნის მოქალაქეების პასპორტებისა და სხვა დამხმარე დოკუმენტების ავთენტურობის შემოწმებისთვის შესაბამისი მექანიზმების შესახებ შვედ და ქართველ სამართალდამცველებს შორის ცოდნის გაზიარება.

ტრენინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და აკადემიის თანამშრომლები დაესწრნენ.

სასწავლო კურსი ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) და შვედეთის მიგრაციის სამსახურთან თანამშრომლობით ხორციელდება.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია