სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ჩეხეთის პოლიციის სასწავლო ცენტრის ექსპერტები ეწვივნენ

11 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სამუშაო ვიზიტით,  ჩეხეთის პოლიციის სასწავლო ცენტრის ექსპერტები ეწვივნენ. სტუმრებს აკადემიის რექტორმა  უმასპინძლა.

უცხოელმა   ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებთან ხუთდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა  პოლიციელთა პროფესიული მომზადების მიმართულებები განიხილეს.

ჩეხმა ექსპერტებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, სასწავლო გეგმის შემუშავებასა და პროფესიული განათლების ხარისხის კონტროლზეც იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, სწავლების მაღალი სტანდარტების დაცვის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.    
 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია