სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სწავლება ჩატარდა

26 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აკადემიის  წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ  ხუთდღიანი სწავლება ჩატარდა.

ტრენინგი საფრანგეთის საელჩოს  ინიციატივით და ორგანიზებით განხორციელდა. სწავლებას ქალაქების - ლილის და ნენსის საგამოძიებო და რეაგირების ექსპერტები უძღვებოდნენ.  

ტრენინგის მონაწილეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის სფეროში ოპერატიული საქმიანობის საკითხები შეისწავლეს. სწავლების მიმდინარეობისას მათ, თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სიტუაციური თამაშებით სწავლებაც ჩაუტარდათ. ფრანგმა ექსპერტებმა პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით განიხილეს როგორც ქვეითად მოსიარულე, ასევე, ავტომანქანით გადაადგილებული დამნაშავის  დაკავების მექანიზმები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, სწავლების მონაწილეებს შესაბამისი  სერტიფიკატები გადაეცათ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია