სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მოლდოვის სამართალდამცველთა ერთობლივი სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ

2 ნოემბერი 2018

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მოლდოვის სამართალდამცველთა ერთობლივი სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.

სტუმრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სწავლების მეთოდიკას და სტრუქტურას გაეცნენ.

შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა და აკადემიის თანამშრომლებმა პოლიციის ოფიცრების მომზადების საბაზისო პროგრამის, ასევე, მათი გადამზადების და დაწინაურების პროგრამების  შესახებ იმსჯელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია