სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროექტში მიიღო მონაწილეობა

6 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) მიერ ორგანიზებულ პროექტში – „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“.

აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსმა, იოსებ ჭიჭიკაშვილმა  ღონისძიების მონაწილეებს სასწავლებლის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და აკადემიის  საქმიანობის სპეციფიკაზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  მონაწილეებს შორის იყვნენ საჯარო სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

აღნიშნული პროგრამის მიზანია თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა, უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე  ტენდენციების გაცნობა და უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკის ანალიზი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია