სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეუთოს დელეგაციის წევრები ეწვივნენ

24 ნოემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სამუშაო ვიზიტით, ეუთოს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის საზღვრის უსაფრთხოებისა და მართვის განყოფილების (TNTD/BSMU) წარმომადგენლები ეწვივნენ.

ეუთოს დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლები შეხვდნენ.  შეხვედრაზე მხარეებმა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს და სასაზღვრო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის შესახებ ისაუბრეს.

ვიზიტი  ეუთოს პროექტის - „ქალთა ლიდერობისა და გაძლიერების ინიციატივა საზღვრის დაცვისა და მართვის უწყებებისათვის“ - ფარგლებში განხორციელდა.

ვიზიტის მიზანი იყო ეუთოს წევრ ქვეყნებში გენდერთან დაკავშირებით  დამკვიდრებული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

ეუთოს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის საზღვრის უსაფრთხოებისა და მართვის განყოფილება (TNTD/BSMU) პროექტს -„ქალთა ლიდერობისა და გაძლიერების ინიციატივა საზღვრის დაცვისა და მართვის უწყებებისთვის“  2016 წლიდან ახორციელებს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია