სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

გამომძიებელთა გადამზადების პროგრამის მსმენელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი შეხვდა

3 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა გადამზადების პროგრამის  მსმენელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  ნათია მეზვრიშვილი შეხვდა .

მან გამომძიებლებს დანაშაულის გამოძიების კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო კურსის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

გამომძიებელთა გადამზადების პროგრამა განკუთვნილია, იმ პირთათვის, რომლებიც აწარმოებენ  სისხლის სამართლის დანაშაულის  გამოძიებას. აღნიშნული  პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ ისე სიმულაციურ სწავლებას. იგი შემდეგი სალექციო კურსებისგან შედგება :

სისხლის სამართლის კოდექსი,  დანაშაულის გამოძიების ცნება და პრინციპები და პროცესის მონაწილეები, დანაშაულის გამოძიებისას მტკიცებულებების ცნება და მტკიცებულებათა სტანდარტები, კრიმინოლოგიის საფუძვლები, საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვა,  ნიმუშის აღება და ექსპერტიზის დანიშვნა, ამოცნობა, ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესუალური მიმოხილვა, არასრულწლოვანთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების თავისებურება, მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურება დანაშაულის გამოძიების პროცესში.

პროგრამის მიზანია გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებაში; მათი უფლება-მოვალეობის ეფექტიანი და რაციონალური განხორციელება.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია