სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტერორიზმის საფრთხის ამოცნობის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა

5 მარტი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლებმა ტერორიზმის საფრთხის ამოცნობის საკითხზე საბაზისო ტრენინგი ჩაატარეს.

სასწავლო კურსის მიზანი იყო პოლიციის თანამშრომლებისთვის ტერორისტული საფრთხეების ამოცნობის უნარ-ჩვევების განვითარება.

ტრენინგს ამერიკელი ექსპერტები - ნიკოლას კეეფი, ჯოშუა პოტერისი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი დავით ქაჯაია უძღვებოდნენ.

უცხოელმა ექსპერტებმა ტერორიზმის სახეებზე და ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებთან ისაუბრეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია