სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებს გაეროს წარმომადგენლებმა გამომძიებლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელო წარუდგინეს

20 მარტი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებთან გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. გაეროს წარმომადგენლებმა ქართველ ინსტრუქტორებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის ადამიანის უფლებების საკითხებზე შექმნილი სახელმძღვანელო წარუდგინეს.

სამუშაო შეხვედრა გახსნა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობამ საქართველოში დანაშაულის გამოძიების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები გამომძიებლების გადამზადებისას იხელმძღვანელებენ.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სახელმძღვანელოში მოცემული თემები: სისხლის სამართალწარმოება და მისი ავტონომიური მნიშვნელობა, დაცვის, დუმილისა და თარჯიმნის ყოლის უფლებები, იძულებით მტკიცებულებათა მოპოვება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ბრალდებულისა და მოწმის დაკითხვა, არასრულწლოვან ბრალდებულთან დაკავშირებული სამართალწარმოების თავისებურებები და სხვა მნიშვნელოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შეხვედრის მიზანი იყო აკადემიის ინსტრუქტორებისთვის აღნიშნული სახელმძღვანელოს გაცნობა და მასში მოცემული თემების გათვალისწინება გამომძიებლის გადამზადების სასწავლო პროგრამაში.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია