სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ბრიტანელი ექსპერტი ეწვია

21 მარტი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" ფარგლებში, ბრიტანელი ექსპერტი მარტინ ბეგშოუ ეწვია.

ვიზიტის მიზანი იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სასწავლო მოდულის განახლება.

აკადემიის წარმომადგენლებმა, უცხოელ ექსპერტთან ერთად, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის სასწავლო მოდულის თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა მართლწესრიგის ოფიცერთა სასწავლო პროგრამა განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელი ექსპერტი არსებულ სასწავლო მასალებს გაეცნო და მართლწესრიგის ოფიცერთა სწავლებებს დაესწრო.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია