სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 42 პოლიციელმა ფიცი დადო

3 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებმა პოლიციელის ფიცი დადეს.

ფიცის დადების ცერემონიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა მომავალ პოლიციელებს სასწავლო პროგრამის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ფიცის მიღების შემდეგ, მსმენელები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო ექვსთვიან პროგრამას გაივლიან. პროგრამის ფარგლებში ისინი სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის განკუთვნილ საერთო დისციპლინებსა და საგნებს შეისწავლიან. მსმენელები, ასევე, მოისმენენ ლექციებს სხვადასხვა თავისუფალ თემაზე და გაივლიან პრაქტიკულ მეცადინეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ და ტერიტორიულ დანაყოფებში.  

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია