სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 20 გამომძიებელმა ფიცი დადო

6 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ახალი პროგრამის პირველმა მსმენელებმა  ფიცი დადეს.

ფიცის დადების ცერემონიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა მომავალ გამომძიებლებს ახალი სასწავლო პროგრამის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ფიცის მიღების შემდეგ, მსმენელები აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო ხუთთვიან პროგრამას გაივლიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სამინისტროს გამომძიებლებისთვის შეიმუშავა ახალი  საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის  მიზანია სამინისტროში გამოძიების პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხისა და სტანდარტის ამაღლება.

პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებმაც უნდა განახორციელონ სისხლის სამართლის საქმისწარმოება და დანაშაულთა  გამოძიება.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსმენელებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია