სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სტუდენტები ეწვივნენ

8 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.

აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს სასწავლებელში არსებული სასწავლო პროცესი და პროგრამები გააცნეს.

სტუდენტებმა კრიმინალისტიკის საკითხებზე ლექცია მოისმინეს.  ისინი, ასევე,  გაეცნენ  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და იარაღის გამოყენების წესებს, კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას და სხვა მათთვის საინტერესო ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საგამოძიებო და სამართალდამცველების ზოგად საქმიანობასთან.

შეხვედრის დასასრულს, თსუ-ს სტუდენტებმა აკადემიის სასწავლო ბაზა: იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი, სიმულაციური სწავლების სივრცე, სპორტული დარბაზი, სასროლეთი და ვირტუალური ტირი დაათვალიერეს.

ვიზიტი მიზნად ისახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიის საქმიანობის ადგილზე გაცნობას და სტუდენტების სამართლებრივი კულტურის ამაღლებას.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია