სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები ეწვივნენ

22 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი იყო ახალი თაობისთვის სამომავლო შესაძლებლობებისა და აკადემიის საქმიანობის გაცნობა.

აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს სასწავლებლის სასწავლო პროცესი და პროგრამები გააცნეს. ახალგაზრდებმა ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, ბულინგის, კიბერდანაშაულისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების - „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების" და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მარნეულისა და რუსთავის ოფისის წარმომადგენლები.

ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის სასწავლო ბაზა: იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი, სიმულაციური სწავლების სივრცე, სპორტული დარბაზი, სასროლეთი და ვირტუალური ტირი დაათვალიერეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია