სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიას საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) წარმომადგენელი ეწვია

29 ნოემბერი 2016

შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროგრამის კოორდინატორს საქართველოში - სულხან გამყრელიძეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მენტორინგის ინსტიტუტის ჩამოყალიბების, ტესტების შემუშავების და სამართლის თემაზე ორენოვანი ჟურნალის გამოშვების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს გერმანიის პოლიციის აკადემიებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაზე.

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ სტუმარს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა, სასწავლო პროცესი, სამომავლო გეგმები გააცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია