სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გერმანელი სტუდენტები ეწვივნენ

11 ივნისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ, საერთაშორისო პროექტების კვირეულის ფარგლებში, რაინლანდ-პფალცის მიწის პოლიციის აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა.

გერმანელი სტუდენტები აკადემიის საქმიანობას, სწავლების მეთოდოლოგიას, სამომავლო და მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები ასევე  ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფს: „112“-ს, ერთობლივი ოპერაციების ცენტრს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, 2017  წლიდან, საერთაშორისო პროექტების კვირეულის ფორმატში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებთან ერთად, უკვე მესამე წელია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის მიწის პოლიციის აკადემიის სტუდენტებს მასპინძლობს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია