სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ

16 ივნისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, გადამზადების სამკვირიან კურსს უტარებენ. სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს.

კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები  სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკას, ქბრბ უსაფრთხოებას, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობიან.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია