სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას გერმანიის პოლიციის აკადემიის წარმომადგენელი ეწვია

18 ივნისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სამართალდამცველთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გერმანიის პოლიციის აკადემიის კიბერდანაშაულისა და ციფრული გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენელი  - თომას მოჰრი ეწვია.

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობის გაცნობა. აკადემიის წარმომადგენელმა გერმანელ სტუმარს  აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდიკა გააცნო და პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.  შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმარმა აკადემიის სასწავლო ბაზაც დაათვალიერა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია