სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა

15 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ პროექტის - „ერთი კვირა ქართულ პოლიციასთან" ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

პროექტი წარმოადგენს გაცნობითი ხასიათის სასწავლო კურსს, რომლის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობისა და რეფორმების გაცნობა.

კვირეული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა გახსნა. ტრენინგის განმავლობაში სტუმრები აკადემიის საქმიანობას გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

სასწავლო კურსში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის, ბელარუსის, ლატვიის, ლიეტუვის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინისა და ყაზახეთის სამართალდამცავი უწყებების სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ასევე ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია