სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მკლავჭიდისა და მძლეოსნობის შეჯიბრი ჩატარდა

19 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა სპორტული ღონისძიება - „შსს აკადემია 2019", რომელშიც აკადემიის მსმენელები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

სპორტული აქტივობა აკადემიის რექტორმა, ივანე პაპიაშვილმა გახსნა. შეჯიბრი სპორტის რამდენიმე სახეობაში ჩატარდა: მკლავჭიდში, მძლეოსნობასა და ბაგირის გადაძალვაში.

მკლავჭიდსა და მძლეოსნობაში გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული გუნდი „უქიმირიონი“ სპეციალური თასით დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული მკლავჭიდის ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია