სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ

23 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური სამსახურის თანამშრომლები, ევროკავშირის პროექტის - „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის“ ფარგლებში, გერმანიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანი იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე პოლიციელების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების გაცნობა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება.

აკადემიის თანამშრომლები სელმსა და დორტმუნდში პოლიციელთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრებს ეწვივნენ. ისინი გერმანიაში პოლიციის მომზადების სასწავლო ცენტრების მუშაობის სპეციფიკას, სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაეცნენ.

დელეგაციის წევრებმა საცეცხლე, ტაქტიკურ და პოლიციის თავდაცვით ტაქტიკაში მომზადების საკითხებზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის თანამშრომლებმა, ასევე, დაათვალიერეს აღნიშნულ ცენტრებში არსებული ინფრასტრუქტურა და სასწავლო აღჭურვილობა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია