შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებს ევროკავშირის ექსპერტმა ტრევორ სერვისმა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შესახებ ტრენინგი ჩაუტარა.
სწავლების მიზანი აკადემიის ინსტრუქტორებისთვის ახალი სასწავლო მოდელის გაცნობა იყო, რომელიც მოიცავს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის გამიზნულ სასწავლო საკითხებს: საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მოდელის განხილვას, პრობლემის გადაწყვეტის მიდგომებს, დანაშაულის სიტუაციურ პრევენციას, პარტნიორული მუშაობის მაგალითებს და სხვ.
ახალი სასწავლო მოდელი ევროპული გამოცდილების და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.
სწავლება ევროკავშირის პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" (EU project 'Technical Assistance to Support the Fight Against Organized Crime') ფარგლებში გაიმართა.