სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო

28 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი დაიწო. სწავლებას სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები უძღვებიან.

ტრენინგის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მოქალაქეებთან ურთიერთობასა და სამართლებრივ საკითხებში.

აღნიშნული სწავლება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს მოიცავს: მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები, კონფლიქტის მართვა, ბრაზის მენეჯმენტი, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და სამართალდამრღვევთა დაკავება. ასევე, პოლიციელთა პერსონალური პასუხისმგებლობა ეთიკის ნორმებისა და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სწავლება ეტაპობრივად ჩაუტარდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას.

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია