სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს

5 ოქტომბერი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ არქივში ერთობლივი პრეზენტაცია განახორციელეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მონოგრაფია - „პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში დიდი ტერორის დროს“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმი „პოლონური აქცენტები“.

პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას, პოლონელ სტუმრებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და არქივის ხელმძღვანელი პირები, ისტორიკოსები, მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონოგრაფიასა და ფილმში გამოყენებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტური მასალები, რომლებიც პოლონელთა რეპრესიებს ეხება.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ერთობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია განხორციელებული.

 

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია