სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას FRONTEX-ის წარმომადგენლები ეწვივნენ

9 ოქტომბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას FRONTEX-ის სასწავლო დანაყოფის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლები შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. აკადემიის თანამშრომლებმა სტუმრებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებით აკადემიის საქმიანობა გააცნეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტრენინგსტრატეგიაზე, პოლიციელთა სწავლების პრიორიტეტებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, FRONTEX-ის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინფრასტრუქტურა: საგამოცდო ცენტრი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სიმულაციური სწავლების სივრცე, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია