სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა მოწყობილობიდან ჩანაწერების ამოღების ტექნიკის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

12 ნოემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მობილური ტელეფონების ექსპერტიზისა და ვიდეოსამეთვალყურეო მოწყობილობებიდან ჩანაწერების ამოღების მეთოდების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ორკვირიანი სწავლება ეუთო-ს ორგანიზებით განხორციელდა.

ტრენინგში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტრენერები, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

სწავლებას ამერიკელი ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს დაზიანებული მობილური ტელეფონიდან და სხვადასხვა ტიპის ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობებიდან ინფორმაციის ამოღება და დამუშავება.

ტეგები:

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია