სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს უმასპინძლა

25 ნოემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან - სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან  საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრების მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს: თანასწორობისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები, ქალთა, ბავშვთა და სხვადასხვა სახის უმცირესობების  მიმართ ძალადობა, მსგავს შემთხვევებში მიმართვიანობის ბარიერები, ასევე, დისკრიმინაციის ფორმები შშმ პირებთან მიმართებით და თანასწორობასთან დაკავშირებული ტერმინები.

შეხვედრების დასასრულს, სტუდენტებმა აკადემიის სასწავლო ბაზა დაათვალიერეს.

თანასწორობის კვირეული ევროპის საბჭოს, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ, კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში განხორციელდა.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია