სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას საერთაშორისო პარტნიორები ეწვივნენ

6 დეკემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე ივანე პაპიაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. სტუმრებისთვის მოეწყო სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მანდატს, სასწავლო პროგრამებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.

ასევე, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო კრიმინალისტიკის, კიბერდანაშაულის გამოძიების, სასაზღვრო, ტაქტიკური, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო სწავლებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, სამგზავრო დოკუმენტები და ბიბლიოთეკა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, უცხოელმა დიპლომატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიის ინფრასტრუქტურა, პოლიციელთა სწავლების ახალი სივრცე - „შუთჰაუსი“, ტირი, სიმულაციური სწავლების სივრცე, ხელჩართული ბრძოლის დარბაზი და სასტუმრო  დაათვალიერეს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია