სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
LEPL - Academy of the Ministry of Internal Affairs of Georgia

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კანტის აკადემიის სტუდენტებს კიბერბულინგსა და კიბერდანაშაულზე ლექცია ჩაუტარდათ

10 დეკემბერი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა  კანტის აკადემიის 170-მდე სტუდენტს უმასპინძლეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლები მოზარდებს კიბერბულინგისა და კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა სტუდენტებთან ერთად განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:  კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, კიბერდანაშაულის ფორმები, სოციალური ქსელებისა და პლასტიკური ბარათების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, პერსონალური მონაცემების დაცვა და კიბერსაფრთხეებისგან თავდაცვის მექანიზმები და ა.შ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლები, რომლებმაც ლექციის დასასრულს სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრებს გააგრძელებს.

© 2017 სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია